
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ყოველწლიურად აწყობს ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ამჯერად, მოსწავლეები კახეთის ღირსშესანიშნაობებსა და ხუროთმოძღვრების ძეგლებს ესტუმრნენ. სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, მოწაფეებმა ჯერ ღვინის გვირაბი შემდეგ ალევერდისა და ახალი შუამთის მონასტრები მოილოცეს.
შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე იყო. დასამახსოვრებელი და მდიდარი ინფორმაციით დატვირთული.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ხშირად მიმართავენ საგანმანათლებლო ექსკურსიებს, რადგან სასწავლო სტრატეგია, მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: