
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
სკოლის V - VI - VII კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, კერძოდ, სიღნაღის ცენტრალურ ნაწილში.
მოსწავლეებმა მოინახულეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები.
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარე ქალაქი სიღნაღი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ის მდებარეობს ალაზნის ველის გასწვრივ და გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით. სიღნაღი ხშირად მოიხსენიება „სიყვარულის ქალაქად“ ქალაქი ცნობილია ღვინის წარმოებითა და კულინარიით. ნანახმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
მოწაფეებმა ასევე მოინახულეს ბოდბის მონასტერი, ქრისტიანობის მქადაგებლისა და განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი. სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა საგალობლები.
დღის მეორე ნახევარში კი გაიმართა პიკნიკი, სხვადასხვა გასართობით და სპორტული აქტივობებით.
იხილეთ ფოტოები: