ილემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლებსა და მასწავლებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

პატარები სკოლასა და თანაკლასელებს, მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ, დამრიგებელმა კი პატარები საზაფხულო არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203