ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ, განსაკუთრებულ გარემოში დაირეკა.
„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე, კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ემოციებით აღსავსე იყო.
იხილეთ ფოტოები: