„ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
29-05-2024

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი: „ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ ჩატარდა, რომელიც მე-11 კლასმა საინტერესოდ წარადგინა.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მათ ცოდნა, აუდიტორიის წინაშე გამართული მეტყველების უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებს პედაგოგი მზია კელაპტრიშვილი ხელმძღვანელობდა.

„დიდი მადლობა ბავშვებო იმ გაწეული შრომისთვის, რაც თქვენ ამ პროექტში ჩადეთ. მიყვარხართ და თქვენ გვერდით მიგულეთ მუდამ“, -  აღნიშნავს ხელმძღვანელი მზია კელაპტრიშვილი.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203