ოთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება გააცოცხლეს 
29-05-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

ახლახან, ოთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის შესახებ.

მოსწავლეებმა მოაწყვეს ინსცენირება მოთხრობის - „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

სასწავლო პროცესს კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ფოფხაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203