საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომით წარდგნენ
29-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა არაფორმალურ განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილი და წახალისებულია. შესაბამისად, პედაგოგთა ხელმძღვანელობით,  მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

ახლახან, გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში - „ბუნება და ადამიანი“...

მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგ მარი ბერიძესთან ერთად იმუშავეს საინტერესო პროექტზე, შემდგომ კონფერენციაზე წარადგინეს ნაშრომი და გადავიდნენ პროექტის მეორე ტურში.

„გიმნაზია მუდმივად უწყობს ხელს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას და მათ ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203