წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს 
28-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მომავალი თაობის განვითარებასა და მოტივირებაზე საძირკვლიდანვე ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლაში პირველკლასელთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. ამჯერად, Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

საზეიმოდ გამოწყობილი პატარები ღონისძიებაში კლასის დამრიგებლის - თეა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მათ მოსწავლეობის პირველი წელი საინტერესო თეატრალური და მუსიკალური ნომრებით შეაჯამეს და მოწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203