
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათ მოტივირებასა და განწყობაზეც ზრუნავენ.
სწორედ ასეთი პედაგოგია ნარინე აროიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს.
ზეიმში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათ განწყობას სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: