ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნუცა ბაღდავაძის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
28-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-8კლასის მოსწავლე ნუცა ბაღდავაძე, რომლის დამრიგებელი შორენა ნერგაძე გახლავთ. ის, (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გამართულ კონკურსში - „ჩემი ერთი წუთი“ წარმატებით მონაწილეობდა.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს საკონკურსო ნაშრომები სხვადასხვა თემაზე უნდა წარედგინათ და თავიანთი სათქმელი ორიგინალურად, ლოგიკურად და თანმიმდევრულად ერთ წუთში უნდა ჩაეტიათ. თემები აქტუალური იყო და შეეხებოდა კლიმატის ცვლილებას, მენტალურ ჯანმრთელობას, ომს, სიღარიბეს.

ნუცა ბაღდავაძემ მშვენივრად გაართვა თავი თემის, „გლობალური უსამართლობა“  წარდგენას და მესამე ადგილი დაიმსახურა.

სკოლაში, მას წარმატებას ულოცავენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203