
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში, „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მე-12 კლასელებისთვის სკოლაში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა, დირექციამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო: