მესხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს. 

პატარებმა, სასკოლო საზოგადოებას თავი შემოქმედებითად წარუდგინეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და მასწავლებლებს დიდი სიყვარულით უძღვნეს თბილი და ემოციური სიტყვები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რისთვისაც სკოლა მადლობას უხდის მათ. 

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს, მშვიდობიან და სასიამოვნო ზაფხულს ვუსურვებთ“, - ამ სიტყვების ფონზე, გააცილეს სკოლიდან პატარები და მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203