
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ, დირექცია და პედაგოგები ბავშვების სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობას ახალისებენ, მხარს უჭერენ და მიღწევებით ამაყობენ.
ამჯერად, სკოლაში მეორეკლასელი გაბრიელ რეხვიაშვილის წარმატებით ხარობენ, მეორე კლასის მოსწავლემ საჭადრაკო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.
მის ანგარიშზე შვიდი თამაში და შვიდი მოგებაა. სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩემპიონს, წარმატებულ მოჭადრაკეს - გაბრიელ რეხვიაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: