ლასურიაშის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
28-05-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო გარემოში დაირეკა.

სკოლის ეზოში, ისტორიის მასწავლებელმა - მზია მუშკუდიანმა ბოლო გაკვეთილი ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

„დღე დატვირთული იყო სიხარულით, სევდით, ბედნიერებით, იმედით“, - გვიყვებიან სკოლაში.

პედაგოგებმა და მშობლებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს ყველა კურსდამთავრებულს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203