
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელები ჭადრაკს ხალისითა და დიდი მონდომებით ეუფლებიან. პედაგოგი ლია გელაშვილი მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოწაფეთა მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „როგორ შევისწავლოთ ჭადრაკი“.
მოსწავლეებმა არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა შეასრულეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ბავშვები თავისუფლად ცნობენ ფიგურებს, იციან მათი მოძრაობის წესები და ხალისით პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს.
იხილეთ ფოტოები: