ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ცოტნე, ელენე, სალომე და გვანცა ფარჯიანების ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
29-05-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ლემშვენიერას საჯარო სკოლაში უნიჭიერესი ახალგაზრდების - ცოტნე, ელენე, სალომე და გვანცა ფარჯიანების ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებს. 

„ჩემი, როგორც მასწავლებლის და დირექტორის დევიზი ყოველთვის იყო, რომ: „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო!“

რუდუნებით გავაკარით ყველა ნახატი და მინდა ეს დღე ტკბილ მოგონებად დარჩეს მათ მეხსიერებაში, დარწმუნებული ვარ, მათი შემოქმედების ასპარეზი დიდი სამხატვრო გალერეები იქნება, მიყვარხართ და მსიამოვნებს თქვენთან გატარებული ყოველი დღე“,- აღნიშნავს დირექტორი და მოსწავლეთა ნიჭიერება ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203