
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს და ბევრი იმხიარულეს.
პატარები სკოლასა და თანაკლასელებს, მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
დამრიგებელმა მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
„ბედნიერ დასვენებას გისურვებ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო“,- აღნიშნავს დამრიგებელი.
იხილეთ ფოტოები: