შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში I კლასელებისთვის სასწავლო წელი საზეიმოდ დასრულდა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში, პედაგოგ ნაზი ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება „ანბანთან გამომშვიდობება“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სასკოლო საზოგადოებამ მათ, პირველი კლასის დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.

ეს დღე ძალიან საინტერეო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203