პატრიოტული ღონისძიება დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში
28-05-2024

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში პატრიოტი, ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. ამჯერად, იქ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მორიგი პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღი მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, სამშობლოს სიყვარული გამოხატეს და საქართველოსთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიგეს. 

მათ დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კედლებში გამოზრდილი გმირები - გია სიხარულიძე, ნუგზარ კიკვაძე, მერაბ ახობაძე გაიხსენეს. 

„გმირნო მამულის მადიდნო,

თქვენა ხართ ჩვენი დიდება“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203