
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, პატარებმა „ანბანის ღონისძიება“ საზეიმო ვითარებაში გამართეს. სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ზეიმში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ განწყობას სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: