
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, დაწყებით კლასებში ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მათ შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, საინტერესო კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ვულოცავთ წარმატებას გამარჯვებულ მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: