ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ აწკრიალდა
28-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

იქ მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რასთან დაკავშირებითაც, ძალიან ლამაზი, საინტერესო და ამავდროულად, ემოციებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

კურსდამთავრებულები ლამაზი სიტყვით გამოვიდნენ, გაიხსენეს 1-ელ კლასში გატარებული დღეები - ისაუბრეს, თუ როგორები იყვნენ დაწყებით კლასებში და როგორები არიან ახლა. გარდა ამისა, მათ იცეკვეს და სხვადასხვა სკეტჩი გამართეს. 

მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლაში წინსვლას უსურვებენ.

„დღემ იყო სიხარულით და ემოციებით სავსე. სრულიად საქართველოს მეთორმეტეკლასელებს ვულოცავთ სკოლის დასრულებას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203