
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. მათ წარმატებული წელი შეაჯამეს და სომხური ენის ანბანის გაცილების ღონისძიება გამართეს.
საზეიმო აქტივობებში მოსწავლეები, მასწავლებელ აიასტან ღარაგულიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახაობა აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე დადებითი ემოციებით დაიმუხტა.
იხილეთ ვიდეო და ფოტო: