
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში მასწავლებლები არამხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათ მოტივირებასა და განწყობაზეც ზრუნავენ.
სწორედ ასეთი მასწავლებელია გაიანე ვარდაპეტიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, პირველ კლასში „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გაიმართა.
ზეიმში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ განწყობას სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტო: