გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში
28-05-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

ცხადია, ამ მიდგომით, სკოლაში დედამიწის დღეც საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო კლუბის წევრებმა პირველკლასელებთან ერთად (დამრიგებელი მარინა ნოღაიდელი) დედამიწის „დაბადების დღე“ აღნიშნეს.

უფროსკლასელებმა ამ დღის მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვით საკითხებზე და აქტივობებზე ისაუბრეს. 

პატარებმა კი, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. 

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება საინფორმაციო-შემეცნებით მიზნებს ემსახურებოდა და იყო მოწოდება იმისა, რომ დედამიწას მოფრთხილება სჭირდება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203