პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო საკითხის შესწავლის შემდეგ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
28-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „სწავლის უნარის დარღვევები“ საინტერესოდ წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შეისწავლეს საგაკვეთილო საკითხი, ლინდა მალალი ჰანთის ტექსტი „თევზი ხეზე“. ტექსტის მთავარი გმირი დისლექსიკია, რომელსაც არ შეუძლია კითხვა და დახმარება ესაჭიროება. სწორედ ამ ტექსტის საფუძველზე გაჩნდა სურვილი პრეზენტაციის გაკეთებისა და სკოლის საზოგადოებისთვის ამ ტერმინების გაზიარებისა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს სწავლის უნარის დარღვევებზე, კერძოდ: დისლექსია, დისგრაფიასა და დისკალკულიაზე. მათ, ასევე განმარტეს თითოეული ტერმინი, მისი მახასიათებლები და პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203