დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება განთიადის საჯარო სკოლაში
28-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან და ყველაზე ღირებულს - სამშობლოს სიყვარულს სწავლობენ.

„- მაინც რა არის სამშობლო? იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს“, - ამ სიტყვებით დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი მე-7 კლასში. 

კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ჭყოიძე და ისტორიის მასწავლებელი ნანა ფილია მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ესაუბრნენ ამ თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, მასწავლებელ მზია ყურშუბაძესთან ერთად შესრულებული ნახატებით თავიანთი სათქმელი ფურცელზე ფერადი მოტივებით გადმოსცეს. 

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203