გაიცანით დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის შემოქმედი პედაგოგი - ქეთევან ჩიქვანაია
29-05-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში თითოეული პედაგოგი დაფასებულია. სასკოლო საზოგადოება მათ უნარებსა და ნიჭს ყურადღების მიღმა არ ტოვებს, ყოველთვის აღნიშნავს. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ქეთევან ჩიქვანაია, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული.

პედაგოგი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოირჩევა მრავალმხრივი ნიჭით. ის სამუსიკო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გახლავთ, ხოლო დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში კი ხელოვნებასა და რუსულ ენას ასწავლის. 

„ნიშანდობლივია, რომ მასწავლებელთა გამოცდების ყველა კომპეტენციაში (პროფესიული უნარები, ხელოვნება, რუსული ენა) მან უმაღლესი შეფასება- 10-იანი მიიღო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მას, ასევე უამრავი ლამაზი ნამუშევარი აქვს შექმნილი. ერთ-ერთ მათგანს კი სკოლა გვიზიარებს.

აღნიშნულ ნახატში პედაგოგის განწყობა, ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა მკვეთრადაა ასახული. ნამუშევრით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლე-მასწავლებელთა დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203