ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლამ ორი პირველკლასელი არადადეგებზე ღონისძიებით გააცილა 
28-05-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

წელს სკოლაში ორი პირველკლასელი სწავლობს, რომელთაც დამრიგებელმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები ღონისძიებით მიულოცა და პატარები ზაფხულის არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილა. 

პედაგოგ ლალი მურადაშვილის ორგანიზებული ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა.

„დღეს, ჩემი ორი მერცხალი დაემშვიდობა იაკობის „დედაენას“, თავი მოუყარეს ანდაზებს, გამოცანებს, იაკობის მოთხრობებს, დამსწრე საზოგადოება გამოცანების გამოცნობაშიც აიყოლიეს“,- გვიყვება მასწავლებელი. 

მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„მადლობა შენდა, დიდო იაკობ!!! “ - ამ სიტყვებითა და ასეთი შემართებით, წარმატებით დაასრულეს პირველი კლასი მოწაფეებმა და შესაბამისი სიგელებიც გადაეცათ.

„ჩემო პატარებო, ფერად, ლაღ, თავისუფალ ბავშვობას,  სიხარულით და სიყვარულით სავსე წლებს გისურვებთ“,- ამ თბილი სიტყვებით მიმართავს ლალი მასწავლებელი ბავშვებს და 15 სექტემბრამდე ემშვიდობება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203