
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში რუსული ენის პედაგოგმა თათია მაშავამ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: