შუქრუთის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
29-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

აღნშნულ დღეს, ღონისძიებით ასევე 1-ელ კლასელთათვის სასწავლო წლის დასრულებაც აღინიშნა.

„მოგეხსენებათ 26 მაისს ჩვენი ერი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სწორედ ეს დღესასწაული და კიდევ ის ფაქტი, რომ პირველკლასელებმა დახურეს წლევანდელი სასწავლო წელი იყო ამ ღონისძიების მთავარი არსი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ორი პირველკლასელი - ბარბარე ლაბაძე და ნინო ნეფარიძე, ასევე მეორეკლასელები: მარიამ ქავთარაძე, ლოლა დარბაიძე და მე-4 კლასელი ანა დარბაიძე.

ბავშვებმა ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეები ღონისძიებისთვის მათმა დამრიგებელმა - შორენა ლომიძემ, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლებმა - ლალი გაფრინდაშვილმა და ინეზა იაკობიძემ მოამზადეს.

ბოლოს სკოლის დირექტორმა - ზურაბ ნეფარიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203