საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი დაუვიწყარი ღონისძიება 
28-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.

ღონისძიებაზე - „ანბანის გაცილება“ მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და ცოდნა, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს 1-ელი კლასის დასრულება მიულოცა და მომავალში წარმატებები, წინსვლა უსურვა.

ეს დღე ძალიან ლამაზი, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203