ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით სამეგრელოს ესტუმრნენ
28-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია ექსკურია - სასწავლო აქტივობა, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირცევა

ახლახან, IV კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მაცაბერიძესთან ერთად ექსკურსია მოაწყვეს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სამეგრელოში. პატარებმა მოინახულეს მარტვილის კანიონები, დადიანების საზაფხულო აგარაკი და სასახლე.

აქტივობა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ადგილების მონახულებას და ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნული აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი მარიამ მაცაბერიძე იყო. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული მოსწავლე ნასიამოვნები და კმაყოფილი დარჩა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203