დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება აჭყვას საჯარო სკოლაში
28-05-2024

„იხარე მუხავ, ფესვებ მაგარო, შენ საქართველი გქვია სახელად“ - ამ სიტყვებით დაიწყეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართველი პოეტების ლექსები, რომლითაც ეფერებიან სათაყვანებელ მამულს.

ღონისძიებაზე აღინიშნა: „საქართველო ხომ თითოეული ქართველის სათაყვანებელი განძია. ამ განძს ყოველმა ახალმა თაობამ, ახალი თვისება უნდა შესძინოს, ახალი ელვარება უნდა შემატოს“ - სწორედ ამ შემართებით, გულანთებულმა მოსწავლეებმა ქართული სიმღერებითა და ცეკვით გამოავლინეს ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარული.

პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მოსწავლეების შთამბეჭდავი ნომრებით გაჯერებულ ღონისძიებას ემოციების გარეშეა არ ჩაუვლია და სკოლის მატეანეში დამსახურებული ადგილიც დაიკავა. 

„მე მჯერა ჩვენი მომავალი თაობის, მჯერა მათი სუფთა სულისა და გულის. მჯერა მუდამ იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის შემდგომი აყვავება-აღორძინებისათვის“, - ასე შაფასა სკოლის ხელმძღვანელმა - თეა ზოიძემ მოსწავლეთა შემართება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203