
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით - „იაკობის სიზმარი“, დაგვირგვინდა.
სკოლაში, 27 მაისს პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კლასის დამრიგებელი თამუნა ლოხიშვილი ხელმძღვანელობდა.
პატარებმა შესანიშნავად მოირგეს სხვადასხვა როლი, ხოტბა შეასხეს „დედა ენას“ და მის ავტორს - იაკობ გოგებაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა მშობლებიც, მათი დიდი მხარდაჭერით, პირველკასელებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე დაუვიწყარი გახდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელს და მშობლებს.
იხილეთ ფოტოები: