უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს
28-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და ხალისიანი იყო. 

პატარებმა, სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს. 

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ემოციებით დატვირთულებმა კი დატოვეს სკოლა და ერთმანეთს მომავალ სასწავლო წალმდე დაემშვიდობნენ, კარგი და მხიარული არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203