
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას პროფესიონალი, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ.
მათ შორისაა ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი იზოლდა დანელია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-მა სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული პროგრამაში - GE ELOC- English language Online Course for Georgian Teachers, რომელიც 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და საინტერესო, ეფექტურ აქტივობებსა და მეთოდებს მოიცავდა.
„ეს იყო ყველაზე პროდუქტიული იმ ტრენინგებიდან, რაც გავლილი მაქვს. კურსი მოიცავდა ოთხივე უნარს: Listening, Writing, Reading, Speaking. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო რამდენიმე პლატფორმაზე მუშაობა: MYELT, CANVAS, BOOKSHELF. VITALSOURCE.COM“ - ამბობს პედაგოგი.
სკოლა მისით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: