ჩაისუბნის N2 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
28-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს, ანბანი ხალისიანად გააცილეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი -„ნატვრისთვალი“, გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის დედაენის პერსონაჟები, მსმენელს უამბეს თუ როგორ შედგა და აიკინძა უძვირფასესი წიგნი - „დედაენა“.

პატარებმა წაიკითხეს ლექსები და ციტატები. საინტერესო საკლასო დეკორაცია იყო ინსპირაცია „აი იას“ - დედაენის პირველსაწიყისის, მოსწავლეებიც შესაბამისად იყვნენ მორთულნი.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის წამახალისებელი სიგელები გადასცა მოსწავლეებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მშობლები, მათ მიულოცეს პირველი კლასის დასრულება და წარმატებები უსურვეს პატარებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი მაია აბულაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203