ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა 
29-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა ტარდება, რომელშიც ბავშვები მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო პედაგოგ თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით გამართული მათემატიკური ვიქტორინა, რომელიც სკოლის პირველკლასელთათვის ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი, ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი  ნაყოფიერად გაატარეს.

პედაგოგმა ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203