გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
28-05-2024

27 მაისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასელებისათვის სასწავლო წელი დასრულდა. 

პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დამრიგებელმა მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203