ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
28-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

27 მაისს, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოწაფეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს და ლამაზი ღონისძიებით გააცილეს საზაფხულო არდადეგებზე. 

პირველკლასელთა სიხარული მე-3 და მე-4 კლასელებმაც გაიზიარეს და მათაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში.

პატარებმა პირველი სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს, ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

დამრიგებელმა პატარებს სასკოლო ცხოვრებაში პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203