საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება​ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში
28-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებების ციკლი არ წყდება. 

ამჯერად, სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მე-5 კლასში ჩატარდა და მას ისტორიის მასწავლებელი სვეტლნა აროიანი ხელმძღვანელობდა

პედაგოგმა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი გაახსენა, როცა ქვეყანამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, მოსწავლეებმა გააცნობიერეს ამ მოვლენის სიდიადე და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა, მისი მოპოვება და შენარჩუნებისთვის ბრძოლა. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

  

  


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203