საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 
28-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, საბუნებისმეტყველო კონფერენციის - „მე ვქმნი მოდელებს“ (I-VI კლასები) შეჯამება მოეწყო.

კონფერენციაზე, ლესიჭინეს N1 და საჩინოს N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნილი მოდელები წარადგინეს. აღნიშნული მოდელები ჟიურიმ შეაფასა შემდეგ ნომონაციებში - „ორიგინალურობა“, „თვალსაჩინოება“, „ინფორმატიულობა“, „მასშტაბი“.

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კი, სკოლაში, მოეწყო ინტელექტუალური სამაგიდო თამაში - „ბრძოლა კონტინენტებისთვის“.

„მადლობა მოსწავლეებს შრომისთვის, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, მშობლებს შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის!

იმედია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იდეის ავტორი ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი ანნა წულაია გახლდათ.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლათშორის თანამშრომლობას, აზრთა გაცვლას, მოსწავლეებში კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, აუდიტორიის ფლობის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203