ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება „ილიას გორაზე“ 
28-05-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს, პირველკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც ყვარელში, „ილიას გორაზე“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე, ლამაზ სამოსში გამოწყობილმა Iა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთი კილასონიას ხელმძღვანელობით, ლამაზი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

პედაგოგი მათ 1-ელი კლასის დამთავრებას დიდი სიყვარულით ულოცავს და წარმატებებს უსურვეს.

„წარმატებები, ჩემო პატარებო! „ილიას გორა“ დაამშვენეს ჩემმა მოსწავლეებმა, ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით“, - აღნიშნავს პედაგოგი ქეთი კილასონია.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203