სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში პროექტის „ნარჩენები ჩვენს გარშემო“ მეოთხე ეტაპი დასრულდა
04-06-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ ნინელი შანიძეს ხელმძღვანელობით, დაასრულეს პროექტის „ნარჩენები ჩვენს გარშემო“ მეოთხე ეტაპი. მოსწავლეები დაინტერესდნენ ქალაქში არსებული პრობლემებით და სტუმრად მოიწვიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი გურამ ხურცილავა.
„სტუმარი მოსწავლეებთან ტკბილეულით ხელდამშვენებული მოვიდა. მან ბავშვებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო კითხვებზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტის მეოთხე ეტაპი ქალაქგარეთ არსებული ნაგავსაყრელის დათვალიერებით დასრულდა.