ნიგვზიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ და დაუვიწყარი სიურპრიზი თანაკლასელს
28-05-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. კურსდამთავრებულებმა იმღერეს, იცეკვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელი პედაგოგების ამაგი აღნიშნეს და მათ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

განსაკუთრებით ემოციური იყო მე-12 კლასელთა სურპრიზი, რომელიც კურსდამთავრებულებმა თანაკლასელს - შშმ მოსწავლეს მოუწყვეს. ის სკოლის მიერ შედგენილი ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმით შინ სწავლების რეჟიმზე იყო, მოსწავლეები მას სკოლაში საზეიმოდ დახვდნენ, ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და გააბედნიერეს.

მე-12 კლასელთა ჟრიამულმა და ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა.

ღონისძიება შთამბეჭდავი, ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მთლი სასკოლო საზოგადოებისთვის.

სკოლაში, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203