ბორბალოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
28-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში 26 მაისი საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, პროექტორის დახმარებით მოაწყვეს მოკლე ისტორიული მიმოხილვა, შექმნეს შესაბამისი სლაიდი.  

ბავშვებმა, ღონისძიებაზე, ასევე, ლექსები წაიკითხეს, პატრიოტული სიმღერები შეასრულეს და საინტერესო თემატურ ფილმს უყურეს. 

მოსწავლეთა დევიზი - „საქართველო ჩვენი სამშობლო“ გახლდათ.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203