ტყიბულის N6 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს 
28-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.  

27 მაისს, საზეიმო განწყობა სუფევდა ტყიბულის N6  საჯარო სკოლაში, პირველკლასელებისთვის სკოლაში სასწავლო წლის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

I კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე) ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ სკოლას და საყვარელ მარინა მასწავლებელს. მათ ხალისიანი განწყობით, ცეკვებით და სიმღერებით გაამხიარულეს მშობლები და ააჟრიამულეს სკოლა და ეზო.

დამრიგებელმა - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძემ პატარებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და სიგელები გადასცა. 

„ბედნიერ საზაფხულო არდადეგებს ვუსურვებთ ჩვენს მერცხლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოწაფეებს სასკოლო ცხოვრების პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203