ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი სპექტაკლი და შესწავლილი ტექსტის შთამბეჭდავი ინტერპრეტაცია
27-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. აქტიურად ზრუნავენ, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და მოსწავლეთა კრეატიულობას ახალისებენ. 

ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის |||ბ კლასში (კლასის დამრიგებელი - მარიტა ბრეგაძე) ივ.კრილოვის ლექსის - „დათვის წვეულება“ აკაკისეული თარგმანის მიხედვით მინი სპექტაკლი დაიდგა. 

აქტივობის ცნება გახლდათ - ტექსტის გაგება-გააზრება და ინტერპრეტაცია.

პედაგოგმა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მოსწავლეებმა მოირგეს როლები, საინტერესოდ წარმოადგინეს კომიქსები და შეძლეს ტექსტის შინაარსობრივი გააზრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203