ტყიბულის N6 სკოლის მათემატიკით გატაცებული პირველკლასელი და დემეტრე აბულაძე და მისი საამაყო წარმატება 
27-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ, მათ წარმატებას მხარს უჭერენ და ახალისებენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ერთ-ერთი ასეთი მოტივირებული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა I კლასელი დემეტრე აბულაძე, რომლის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ. 

მას უყვარს სწავლა. განსაკუთრებით გატაცებულია მათემატიკით. დემეტრე მენტალური არითმეტიკის სკოლა „ნობელის“, ონლაინ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული წევრია. მას ახლახან პირველი დონის წარმატებით დაძლევისთვის გადაეცა სერტიფიკატი.

სკოლაში მოსწავლეს შემდგომ წარმატებას უსურვებენ.

„წინსვლა და წარმატებები ჩვენ ნიჭიერ, აქტიურ დემეტრეს და მის პედაგოგს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203